პროგნოზი ქვეყნდება მოვლენამდე, შედეგი ფიქსირდება უცვლელად და სტატისტიკა შემოწმებადია. აი, როგორ.
ყველა ავტორზე ჩანს სიზუსტე, ჩანაწერი, პროგნოზების რაოდენობა და შედეგი ერთეულებში. ციფრები ითვლება მხოლოდ გამოქვეყნებული და დასრულებული პროგნოზებიდან; ხელით არაფერი იწერება.
სტატისტიკაში აისახება ყველა პროგნოზი, წაგებულების ჩათვლით. გამოქვეყნებული ჩანაწერი უცვლელია, ამიტომ ისტორიის გალამაზება შეუძლებელია. ყველა მაჩვენებელი წარსულ შედეგებს ასახავს და მომავლის გარანტია არ არის.
გამოქვეყნების შემდეგ ავტორი ვეღარ შეცვლის ფსონის სკრინშოტს, კოეფიციენტს, ერთეულს, სპორტს და გამოქვეყნების დროს.
შესწორება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ახალი ვერსიის სახით: ძველი ჩანაწერი რჩება საჯაროდ და ორივე ერთმანეთზეა მიბმული. ცვლილების ყველა მცდელობა ინახება, მათ შორის უარყოფილი.
ავტორი მატჩის დასრულების შემდეგ ნიშნავს ფსონს დასრულებულად და, სასურველია, ურთავს შედეგის სკრინშოტს. შედეგს ავტორი არ ირჩევს.
დაჯდა თუ არ დაჯდა, ამას ადმინი წყვეტს სკრინშოტის შემოწმების შემდეგ. თუ შედეგის სკრინშოტი არ არის, ადმინი ხელით ამოწმებს.
უფასო პროგნოზებს აქვეყნებენ ანალიტიკოსები და ისინი ღიაა ყველა ავტორიზებული მომხმარებლისთვის, გადახდის გარეშე.
უფასო ფიდზე დადებული ბილეთი ავტორის სტატისტიკაში არ ითვლება: ავტორის ჩანაწერს მხოლოდ საკუთარი გვერდიდან გამოქვეყნებული პროგნოზები ქმნის.
ავტორის გვერდზე Follow-ს დაჭერით მის ყოველ ახალ ბილეთზე მიიღებთ შეტყობინებას მეილზე ან ტელეგრამზე - ტელეგრამი პარამეტრებში ერთი ღილაკით უკავშირდება.
ზედა ზოლის ზარში კი ყოველთვის ჩანს Follow-ში მყოფი ავტორების ჯერ დაუთვლელი ბილეთები; შედეგის დაფიქსირებისთანავე ჩანაწერი ზარიდან ქრება.
არა. DAJDA არ არის ბუკმეკერი: არ იღებს ფსონს და არ იხდის მოგებას. გადახდა ხდება მხოლოდ ანალიტიკოსის ანალიზზე წვდომისთვის - გამოწერით ან ცალკეული ბილეთის შეძენით.
გამოწერა ღირს 30, 40 ან 50 ლარი თვეში, ფასს ავტორი ირჩევს. გადახდა ხსნის ერთი თვის წვდომას და გამოწერა ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად: ბარათიდან იმავე თანხა ჩამოიჭრება, სანამ არ გააუქმებთ. გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფილის გვერდიდან, და წვდომა გადახდილი პერიოდის ბოლომდე რჩება.
ფასიანი ბილეთი ცალკე იყიდება: ავტორი თითო ბილეთს თავის ფასს ადებს და შეძენა ხსნის მხოლოდ იმ ერთ ბილეთს, მხოლოდ მყიდველისთვის. გამოწერა მას არ მოიცავს, გამოწერა სააბონენტო ბილეთებს ხსნის.
პლატფორმაზე არანაირი ბალანსი არ ინახება: არც შესავსები ანგარიში, არც ფსონი, არც მოგება. თითოეული შენაძენი ცალკე გადახდაა ბარათით.
ფასები · წესები, კონფიდენციალურობა და დაბრუნება
DAJDA არ არის ბუკმეკერი.
აქ იყიდება მხოლოდ ანალიტიკური კონტენტი: პლატფორმა ფსონს არ იღებს და მოგებას არ გპირდებათ. ყველა მაჩვენებელი წარსულ შედეგებს ასახავს და მომავლის გარანტია არ არის. პლატფორმა განკუთვნილია მხოლოდ 18 წელს მიღწეულთათვის. თუ თამაში პრობლემად იქცა, დახმარების გზები აღწერილია პასუხისმგებლიანი გამოყენების გვერდზე.
პლატფორმა 18 წელს მიღწეულთათვისაა.